>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სათაო ოფისის პირველ სართულზე არსებული 2 კვ.მ. ფართის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობაში გადასაცემად (ყავისა და თვითმომსახურების სავაჭრო (სწრაფი კვების) აპარატების განსათავსებლად)

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 321321AD323224   
აუქციონის #: 321321
ლოტის #: 3232
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
20/12/2024 14:00 - 30/12/2024 15:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
20 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 220 e
ვაჭრობის ბიჯი: 10 e
საგარანტიო თანხა: 220 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 01.01.2026
ტელეფონი: 2749649 / 577 111 573
თვისებები
განმკარგავი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
სართული1ლოჯი
TVცხელი წყალი
გათბობაკვადრატულობა(მ²)2
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტი+პარკირება
ლიფტიბუხარი
აივანიბრძანების ნომერი7282
საკადასტრო კოდი01.13.01.010.085Rs რუკის მხარდაჭერა
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის N99შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა365სარგებლობაში გადაცემის ვადა12 თვე
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი2749649 / 577 111 573
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის  ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601, ან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ტელ: 577 111 573; 2 749 649.
მოკლე აღწერილობა

ყავის და თვითმომსახურების სავაჭრო (სწრაფი კვების) აპარატების განთავსების მიზნით  იჯარით გაიცემა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობის  (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99) პირველ სართულზე მოქალაქეთათვის გამოყოფილი საჯარო სივრცის 2 კვ.მ ფართი, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული (უზრუნველყოფილია ელ. მომარაგებით, ინტერნეტით). 

პირობა

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობის  (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99) პირველ სართულზე მოქალაქეთათვის გამოყოფილი საჯარო სივრცის 2 კვ.მ ფართის იჯარით გაცემა ელექტრონული აუქციონის საშუალებით:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  - აღსრულების ეროვნული ბიურო;

ბ) ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის N99-ში მდებარე აღსრულების ეროვნული ბიუროს სათაო ოფისში პირველ სართულზე არსებული 2 ვ.მ  ფართი;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დრო:  დაწყება 2024 წლის 20 დეკემბერი, დასრულება - 2024 წლის 30 დეკემბერი;

დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი  ყოველთვიური საფასურია 220 (ორას ოცი) ლარი; ხელშეკრულების  მოქმედების ვადა:  12 (თორმეტი) თვე.

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს 220 ლარს,  ხოლო მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს 365 კალენდარული დღის განმავლობაში.

ვ) მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე, ყავის და თვითმომსახურების სავაჭრო (სწრაფი კვების) აპარატების განთავსების მიზნით, დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის N99-ში მდებარე  შენობა-ნაგებობაში, პირველ სართულზე არსებული 2 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.13.01.010.085 (შემდგომში „იჯარის საგანი“). იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ზ) საიჯარო ქირა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და ელექტროენერგიის, დასუფთავების და სხვა კომუნალურ გადასახდელებს. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ მოხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

თ) მეიჯარე ვალდებულია:

ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში;

დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

 

მეიჯარე უფლებამოსილია:

ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. 

ი) მოიჯარე ვალდებულია:

იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები;

ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთისა და ამორტიზაციის გათვალისწინებით;

მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა;

აპარატებზე დააწესოს ისეთი მომსახურების საკომისიო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სხვა ტერიტორიაზე განთავსებულ მის აპარატებზე არსებულ სტანდარტულ საკომისიოს;

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში იჯარით მიღებული იჯარის საგნის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, ხოლო იჯარის საგანზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ერთი თვის ვადაში განახორციელოს აღნიშნული რეგისტრირებული უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში;

დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

მოიჯარე უფლებამოსილია:

დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით;

იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის;

ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. 

კ) ბიჯის სიდიდე: 10 ლარი.

ლ) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 577 111 573

მ) სარგებლობაში გადაცემის ვადა - 12 (თორმეტი) თვე.



მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციაა, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შეიძლება დასჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას, რაც შემდგომში მოგცემთ საშუალებას მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში. წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების სააგენტო იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

საგარანტიო თანხის გადახდა

მომხმარებლის მიერ აუქციონში მონაწილეობის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამის ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია, როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე ელექტრონულად საკრედიტო ბარათის და საბანკო გარანტიის (მათ შორის ელექტრონული) წარდგენა/გააქტიურების მეშვეობით.

აუქციონში მონაწილეობისათვის საჭიროა :

www.eauction.ge ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით . სს ლიბერთი ბანკში (ნებისმიერ ფილიალში) ბეს (საგარანტიო თანხის) ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში გადახდილი თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

აღნიშნული გადახდის ფორმით სარგებლობის საფასური შეადგენს ფიქსირებულ 1 ლარს.

სერვისით ხელმისაწვდომი გადახდის ტიპებია:

o საგარანტიო

o დარჩენილი ღირებულება

(საგარანტიო თანხის შემთხვევაში)

o მთლიანი ღირებულება .

(საბანკო გარანტიის შემთხვევაში)

www.eauction.ge ანგარიშსწორების სისტემით სარგებლობისას აუქციონში მონაწილე უკან დასაბრუნებელ საგარანტიო თანხას მიიღებს ავტომატურად მის მიერ გადახდის დროს მითითებულ ანგარიშზე ან სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (პირადობის წარდგენის საფუძველზე).

სხვა გზით გადახდილი თანხები (გარდა საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხებისა) არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში (გადახდის ქვითარი უნდა წარმოადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში), ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად აუქციონის მონაწილემ უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

აუქციონის დასრულების შემდეგ მომხმარებელს (გამარჯვებულის გარდა) უბრუნდება გადახდილი საგარანტიო თანხა გადახდის ან რეგისტრაციის დროს დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე.

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა.

აღნიშნული ფორმაში მითითებულია ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრები და ინფორმაცია:

გადამხდელზე;

ლოტზე;

მიმღებზე;

მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას.

* ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , თქვენს საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული ბანკის საკომისიო 2%, აღნიშნული პროცენტი ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაიმარჯვებთ აუქციონში სხვა შემთხვევაში ჩამოგეჩრებათ მხოლოდ 1 ლარი (თანხის განბლოკვის საკომისიო).

ელექტრონული საბანკო გარანტია – ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურების ღილაკი.

მომხმარებელი აჭერს გააქტიურების ღილაკს და შესაბამისად გადადის სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" სისტემაში, სადაც ავსებს ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგისტრაციის კოდს და ახორციელებს გარანტიის გააქტიურებას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას.

აუქციონის დასრულებისთანავე მომხმარებელს ( გამარჯვებულის გარდა ) გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია .

ლოტის შეძენა

აუქციონში გამარჯვებული მომხმარებლის მიერ შესაბამისი ლოტის ფასის გადახდა შესაძლებელია, როგორცwww.eauction.ge ანგარიშსწორების სისტემით ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეგისტრაციის  ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომმომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს,პროცედურებს და პირობებს და წარმოეშვასააღსრულებო წარმოებათაშესახებსაქართველოს კანონით და ამ ბრძანებით გათვალისწინებულიუფლებები და ვალდებულებები.

2. მომხმარებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას იძენსwww.nbe.gov.ge ან/და  www.eauction.ge ვებგვერდების მეშვეობით.

 

მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულპირს.

2. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულმობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს,ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს.აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის დააქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

3. ვებგვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

 

მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის ავტორიზაციაშესაძლებელია შესაბამის ფორმაშიმომხმარებლის სახელის“ („დასახელების”) დაპაროლისშეყვანის გზით.

 

მუხლი 4. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვსინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული მისთვისსაინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2. საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილისაგარანტიო თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვსკალათაში“, საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზეაუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა.ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არარის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთავინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვისრიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვსგაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის შესახებ დაგანახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯისგათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობააღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადებაშესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატებისგზით. ყოველი შემდგომიფასის დადებაზრდის ლოტის ფასს.

7. ინტერნეტ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონისდასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალიფასისდადებას“.

8. ინტერნეტ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადისამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერფასის დადებამოხდააუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში,აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით.

9. ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა მომხმარებლისელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნისშესაბამის შეტყობინებას.

 

მუხლი 5. (ამოღებულია)

 

მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო  უფლებამოსილია:

) ვებგვერდზე განათავსოს ნებისმიერი ცვლილება აუქციონის ჩატარებისპროცედურებთან დაკავშირებით;

) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის,უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელებისან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ანაღსრულების ეროვნულ ბიუროს;

შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლავებგვერდზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანებისმოთხოვნათა დარღვევით;

) გააკონტროლოს ყველა ქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმედარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს,შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, გადასცემს შესაბამისგანკარგულებას.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია:

) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4. მომხმარებელი ვალდებულია:

) დაიცვას აუქციონის ჩატარების პროცედურები;

) აღსრულების ეროვნული ბიუროს  მიერ დადგენილ დროში აანაზღაუროსქონების ღირებულება და უზრუნველყოს  შეძენილი ქონების გატანა.

5 . მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნითმონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

 

მუხლი 7. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდაშესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდwww.eauction.ge- ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებადშესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული საბანკოგარანტია. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზემთლიანი/დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკოდაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტისთანხის, ასევე საგარანტიო თანხის გადახდის ფორმები. აღნიშნულიფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტისშესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღებისშესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით.მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასისგადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკოდაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამისთანხას.

3. საბანკო პლასტიკური  ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაშიმომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიოთანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავსინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტისსაბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ,დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებ ელი ირჩევს ერთ-ერთანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაშიმომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკოპლასტიკური  ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკოპლასტიკური  ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონებისღირებულება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღისვადაში.

5. ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხისსრულად გადახდის შემდეგ.

6. (ამოღებულია - 17.01.12 №12).

7. (ამოღებულია - 01.07.11 №84).

8. ინტერნეტაუქციონში ავტორიზებული პირის გამარჯვების შემთხვევაში,გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებისსაფუძველზეც ავტორიზებულმა პირმა ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზემაღალი ფასი.

 

მუხლი 8. შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროსააღსრულებოწარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75- მუხლის შესაბამისადგამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლებისშესახებ.

2. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარააუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული ვადაში, იგი კარგავსგარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას.

3. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განკარგულებისმიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯითუზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტაუქციონშიგამარჯვებულისთვის ქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარებისაქტით.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულებაშესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონშიგამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე.

 

მუხლი 9. კონფიდენციალობა

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია არ გაამჟღავნოსმომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია.