>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ონის მუნიციპალიტეტი ქ.ონი, ვახტანგ მე-6-ის ქუჩა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 36656CWP106221125   
აუქციონის #: 36656
ლოტის #: 1062211
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
12/03/2025 09:00 - 20/03/2025 17:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
26 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 1770 e
ვაჭრობის ბიჯი: 180 e
საგარანტიო თანხა: 600 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 21.04.2025
ტელეფონი: 555210780
თვისებები
განმკარგავი: ონის მუნიციპალიტეტი
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქიონიწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ.ონი, ვახტანგ მე-6-ის ქუჩა
მიწის ფართობი(მ²)340საკადასტრო კოდი88.18.24.128
Rs რუკის მხარდაჭერაგადახდის ბოლო ვადა21.04.2025
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
შეფასების თანხა1770სარგებლობაში გადაცემის ვადა5
ტელეფონის ნომერი555210780
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

ონის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს  ელექტრონულ აუქციონს ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას იჯარის ფორმით, შემდეგი პირობებით 


პირობა

1.უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლების  გადაცემის ფორმა: ელ. აუქციონი

2.სარგებლობის ვადა: 5 წელი.

3. . წლიური სარგებლობის საწყისი საფასური   -  1770.00 ლარი.

4. ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის წესი: წლიური სარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება ყოველწლიურად კალაენდარული წლის 25 დეკემბრამდე.

5. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი „ბე“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

 იჯარის  ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში,

1.მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, იჯარის უფლების მქონე სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

2. აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილებს გამოცხადებულ სააუქციონო პირობებს.

3. აუქციონში გამარჯვების პირობა: ონის მუნიციპალიტეტის ვახტანგ მეექვისის ქუჩაზე (ს/კ 88.18.24.128) არსებული 340.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემამ ხელი უნდა შეუწყოს ონის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, დასახელებული ფასი უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ წლიური სარგებლობის საწყის საფასურს არანაკლებ ერთი ბიჯისა. (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე)მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ წლიური სარგებლობის საწყის საფასურს არანაკლებ ერთი ბიჯისა. (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

4. ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge

5. მიწის ნაკვეთის გადაცემის წესი და იჯარის ვადის გასვლის შედეგები.

6.1 მიწის ნაკვეთის გადაცემა ხორციელდება იჯარის ფორმით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადაც აღწერილი იქნება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა და მხარეთა შენიშვნები.

6.2 მიწის ნაკვეთის დაბრუნება განხორციელდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებულიპირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ანწარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვისგადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.




ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.