>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აკუმულატორის ჯართი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 1423AC125   
აუქციონის #: 1423
ლოტის #: 1
საქმის ნომერი
პრივატიზება
რაოდენობა
750 კილოგრამი
შტრიხკოდი
2000006370839
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
19/03/2025 13:00 - 25/03/2025 13:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
42 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: 30.00 e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 1500 e
ვაჭრობის ბიჯი: 30 e
საგარანტიო თანხა: 450 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 01.05.2025
ტელეფონი: 1420
Back
თვისებები
განმკარგავი: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. №5ასაქმის ნომერიპრივატიზება
შტრიხ კოდი2000006370839რაოდენობა750
გადახდის ბოლო ვადა24.04.2025საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა35
შეფასების თანხა1500ზომის ერთეულიკილოგრამი
ტელეფონის ნომერი1420ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქონების ტიპიმოძრავი ქონება
აღწერილობა
აღწერილობა

ჯართი წარმოდგენილია ექსპლუატაციაში ნამყოფი აკუმულატორების სახით, ნაწილობრივ განკომპლექტებული, განმუხტული, აღენიშნება დაზიანებები, არამუშა მდგომარეობაში. წარმოადგენს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენებს.

მოცემული წონა არის სავარაუდო. 

მყიდველი ვალდებულია ქონების მიღებამდე მოახდინოს მისი გადაწონვა სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით, რის შემდეგაც განხორციელდება საბოლოო ანგარიშსწორება.

გაფრთხილება!

 

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აუქციონზე (ინტერნეტ-აუქციონი) გამოტანილი, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული ქონების შეძენაზე უფლებამოსილ შემდეგ პირებს:

 

ა) ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (მგვ);

 

ბ) ავტორიზებული მწარმოებელის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის კონტრაქტორი კომპანია;

 

გ) ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ან ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე რეგისტრაცია. 

 

აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამისი ქონების შეძენის უფლებამოსილების სათანადო კომპეტენტურ უწყებაში გადამოწმება განხორციელდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. თუკი აღმოჩნდება, რომ  აუქციონში გამარჯვებული პირი არ არის უფლებამოსილი შეიძინოს ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტ-აუქციონი) გამოტანილი  ქონება, აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდება, აუქციონის შედეგები ძალას დაკარგავს და აუქციონში გამარჯვებულს წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა არ დაუბრუნდება.


ყურადღება! 


ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან/და ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან/და eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ცხელ ხაზზე: 1420 ან  სააგენტოს სერვის ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; 

ქ. თბილისი, გაბაშვილის ქუჩა N71, მუხიანის დასახლება, სასაწყობე მეურნეობა (ბაზა #2); 

ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ბაზა; 

ქ. სამტრედია, აღმაშენებლის გამზ. მე – 6ჩიხი.
მოკლე აღწერილობა
საპრივატიზებო ქონება წარმოადგენს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენებს.
პირობა

ყურადღება! უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ანგარიშზე ასახვა აუცილებელია გადამოწმდეს სააგენტოში. ცხელი ხაზი: 1420

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

 

შენიშვნა: სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით, აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა განახორციელოს: ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საპრივატიზებო საფასურის გადახდა, აღნიშნული თანხის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გადაწონვა და დაზუსტებული წონის შესაბამისი სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდა (თუკი დაზუსტებული წონა აღემატება საპრივატიზებო ქონების მითითებულ სავარაუდო წონას).

 

აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან 35 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო ქონების გატანა - ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

 

ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში: 

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-სთან შეთანხმებით.

 

მკაცრად რეკომენდირებულია მყიდველი აუქციონის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდეს  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-ს მოგებული ქონების გაცემასთან დაკავშირებით.

Close