>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გლოლასა და კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინების) შესწავლა-მოპოვება.

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 116DQB115   
აუქციონის #: 116
ლოტის #: 1
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
30/11/2015 12:00 - 30/11/2015 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
422 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 130500 e
ვაჭრობის ბიჯი: 13050 e
საგარანტიო თანხა: 65450 e
თვისებები
განმკარგავი: გარემოს ეროვნული სააგენტო
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გლოლასა და კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა
აღწერილობა
აღწერილობა
გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის  ანგარიშსწორების ახალი სისტემით:საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი  ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს(ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).დამატებითი  ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (032)  2 601-601 ან (032) 243-95-57
პირობა

საგარანტიო  თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის  ლიცენზიის ვადა 20 წელი. 

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდე­ბულია:

ა) სასარგებლო წია­ღისეულის რესურ­სის შესწავლა განახორციელოს არა უმეტეს 5 წლის ვადაში.  არაუგვიანეს შესწავლის ვადის ამო­წურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წია­ღი­სეულის მარაგები დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოში წარადგინოს შესწავლის მასალები.

ბ) მარაგების დამტკიცებისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდგომ, შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაშ ილიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვი­სების ეგმა(ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მი­თითებით);

გ) მარაგე­ბის დამტკიცების შემდეგ ლიცენ­ზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარ­გებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებ­ლობისლიცენ­ზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშ­სწო­რების წესისშესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძა­ნებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-6მუხლის პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენისფორმულით დაან­გარი­შებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ და­ფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკ­ლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მისმიერ გადასახდელ თანხაზე; ზემოაღნიშნულითანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ ლიცენზიანტი უფლებამოსილია, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;

დ) თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე, ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება  უკან დაბრუნებას;

) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარები სმიზნით 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი)ლარი.

 ) შესწავლის პერიოდში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის(არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება;

)ლიცენზიის ძალაში შესვლიდან,შესწავლის პერიოდში,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით,რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში;

) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სოფელ გლოლაშია აშენოს საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ადგილზე და პირობებით;

) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ-გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა,რომელიც მოიცავსპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;

) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

) მოქალაქეებს არშეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;

ხელი არშეუშალოს სახელმწიფო და  საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;

ნ)  სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;

ო) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს,,ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდშიგანსახორციელებელი 5 000 000 ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიცუნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდშიჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევიხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადისხანგრძლივობის თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებშისავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევსკანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

პ) სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულისშესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიითგანსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან;

ჟ) ასარგებლოწიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზ­ნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძოსაკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით.

რ) სალიცენზიოობიექტზე სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სამთოსაქმისათვის მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით.

ს) ლიცენზიის მფლობელმასამუშაოების ჩატარების დროს არ დაუშვას სამთო გამონამუშევრების ჩაყრა მდ.ბუბისწყლის კალაპოტში.

ტ) „თბილისას“ მყინვარის სიახლოვის გამო,დაუშვებელია სალიცენზიო ობიექტზე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება,

უ) ლიცენზიის მფლობელმაშეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის გარემოს დაცვის შესახებ“,,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღისშესახებ“  საქართველოს კანონებით დაშესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.  ამასთან,,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკურიფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივაცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს

აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.



ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარებისწესიდაპირობები

 

თავი IV

ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

მუხლი 12. ზოგადი დებულებანი

1. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონს ატარებს ლიცენზიის გადამცემი მისი ვებგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge- მეშვეობით.

2. ამ დებულებით გათვალისწინებული ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის მეშვეობით პირს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია.

3. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ასევე ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი (შემდგომშიმომხმარებელი).

 

მუხლი 13. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო, ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;

) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;

) ლიცენზიის მაძიებლის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღს და დროს;

) აუქციონის დაწყებისა და დასრულების თარიღს და დროს;

) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

) აუქციონის საწყის ფასს;

) ბეს თანხის ოდენობას;

) ბიჯის ოდენობას;

) სხვა მონაცემებსლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 14. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული პირები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. რეგისტრაციის საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონულ აუქციონში რეგისტრაცია უთანაბრდება განცხადების მიღებას.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება;

4. გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:    

) პირი რეგისტრირებული იყოს შესაბამის ვებგვერდზე;

) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

) „ინტერნეტ ბანკინგისსაშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა.

) საბანკო დაწესებულების, მათ შორისინტერნეტ ბანკინგისმეშეობით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა;

5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, ბე და სალიცენზიო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.

6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქცონში;

) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;

) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 15. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1.         ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონული აუქციონი იწყება (ტარდება) ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს.

5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ლიცენზიის გაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

 

მუხლი 16. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:

) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ლიცენზიის გამცემ ორგანოს;

) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია:

) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია;

) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3. მომხმარებელი ვალდებულია:

) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;

 ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს ის ფულადი თანხა რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასს.

 

მუხლი 17. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია;

) ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

 

მუხლი 18. ანგარიშსწორება ელექტრონული აქუციონის შემთხვევაში

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე საბოლოო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასვე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის საბოლოო თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ლიცენზიის ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდგეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%–ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

7. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

8. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

 

მუხლი 19. დავების გადაწყვეტის წესი

ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.