განცხადებისმიღებისადგილი:
ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური. განცხადებების მიღება დაიწყება 31 ივლისს 14 საათზე და შეწყდება 29 აგვისტოს 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე. საბანკო რეკვიზიტები ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის, აგრეთვე აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, ს.ს. ლიბერთი ბანკის სიღნაღის ფილიალი, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის გადასახადებზე 300523047.
აუქციონშიმონაწილეობა:
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის მერია). ბ) „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები. გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. დ) განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის). ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით. სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ წიგნში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე „ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასს შესთავაზებს. იჯარის აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხადოს ქირის წლიური საფასურის 1/12 ნაწილი ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული რიცხვისათვის. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. თუ პირი დადგენილ ვადებში არ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას, მას არ გადაეცემა სარგებლობის უფლება და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში. ტ. 0(355) 23 23 11 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია |