ყურადღება:
• აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებს გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;
• აუქციონის გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული საწყის ყოველთვიური სარგებლობის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე)
პირობები:
• ფართი იჯარით გაიცემა მხოლოდ ბანკის მომსახურების ცენტრის განთავსების მიზნით;
• აუქციონის მონაწილეობის მიმღები აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები;
• ყოველთვიურ გადასახდელ საიჯარო გადასახადს წარმოადგენს აუქციონის დასრულებისას დაფიქსირებული მაქსიმალური თანხა;
• აუქციონის გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების დადების ეტაპზე, შეიმუშაოს და მეიჯარესთან შეათანხმოს სერვისის განხორციელების პირობები;
• მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს დენის მრიცხველის კვანძის მოწყობა (განმხოლოება) საკუთარი სახსრებით ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში და მოახდინოს მოხმარებული კომუნალური ხარჯების ანგარიშსწორება.
• აუქციონში გამარჯვებულმა თავისი ხარჯებით მოახდინოს იჯარით გაცემული ფართის კეთილმოწყობა (განახორციელოს კოსმეტიკური რემონტი და შეიტანოს ბანკის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინვენტარი) ვიტრინა უნდა მოეწყოს მოქალაქეთა სერვის ცენტრში არსებული სხვა ბანკის მომსახურების ცენტრის ვიტრინის ანალოგიურად, მისთვის მისაღებ ბრენდულ ფერებში.
• ფართის კეთილმოწყობის პერიოდში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამუშაო პროცესი არ უნდა შეფერხდეს და არ უნდა მოხდეს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დამტვერიანება.
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და სარგებლობის უფლების მიმღებ პირს შორის იდება ხელშეკრულება სარგებლობის უფლებით ფართის გაცემის შესახებ, რომელიც ექვემდებარება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციას. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრება აუქციონში გამარჯვებულს;
• აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით:
• აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონი გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება უძრავი ქონების განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.
• სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით;
• საბანკო გარანტია/ბე 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გაცემის ვადას და გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.