>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 115691QUI77086722   
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 770867
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
10/02/2022 12:00 - 11/03/2022 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
3142 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 1047120.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 104712.00 e
საგარანტიო თანხა: 104912.00 e
ტელეფონი: +995577460516
თვისებები
განმკარგავი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დ. აღმაშენებლის გამზირი N150Rs რუკის მხარდაჭერა
გადახდის ბოლო ვადა28.03.2022ტელეფონის ნომერი+995577460516
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა
ცხადდება აუქციონი სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში(რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონისამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორიასაერთო ფართობი - 104 712 ჰა)49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ყურადღება:

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების და ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მოთხოვნები. ამასთან ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:

ა) სალიცენზიო ფართობზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოახდინოს წარსულში არსებული სანადირო სახეობების, კერძოდ, კეთილშობილი ირემის (Cervus elaphus Linnaeus - კავკასიური ფორმა) და დომბას (Bison bonasus - ევროპული ბიზონი (დომბა)) რეინტროდუქცია სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) სალიცენზიო ფართობზე, სახეობათა რეინტროდუქციისათვის, მოაწყოს სამონადირეო მეურნეობის საშენები;

გ) საკუთარი სახსრებით, უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) შეთანხმებული წყაროებიდან სანადირო სახეობების შემოყვანა სამონადირეო მეურნეობის საშენებში სადედე გუნდის შესაქმნელად;

დ) საშენების მუშაობა განახორციელოს სამინისტროსთან შეთანხმებული მართვის გეგმის შესაბამისად.

ე) სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვის მიზნით მათი გადაადგილების აქტიურ ზონებში განათავსოს ფოტო-ხაფანგები სამინისტროს მიერ მიწოდებული ინსტრუქციების და წესების შესაბამისად;

ვ) სამონადირეო მეურნეობის ზონირება განახორციელოს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას დამსვენებლების, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტყეში თავისუფლად გადაადგილებასა და უსაფრთხოებას. ამ მიზნით მოაწყოს საინფორმაციო დაფები და გამაფრთხილებელი მანიშნებლები ყველა ძირითად შესასვლელში და ტურისტულ მარშრუტებზე;

ზ) დაგეგმოს და მოაწყოს საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები (მოწყობა და მარკირება განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად);

თ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის მიზნით, შეიძინოს და სალიცენზიო ფართობში იქონიოს შესაბამისი ინვენტარი (შენობისა და ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად/სალიკვიდაციოდ);

ი) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას ხელი არ შეუშალოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში არსებულ/გაცემულ ან მომავალში გასაცემ, სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების, ყოჩივარდას გორგილებით სარგებლობის ლიცენზიების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და კანონმდებლობით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის სხვა ლიცენზიების მფლობელების კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის, სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის გამოყენებაში, ასევე ამ ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შესაბამისი ლიცენზიების გაცემას, ენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირებას/განვითარებას, ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ობიექტების მშენებლობას, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნულ ლიცენზიებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, კერძოდ, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე და გამოვლინებებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე სახელმწიფო რეესტრის მიერ დადასტურებული ფართობების გადაფარვის შემთხვევაში, შესაბამისი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობი შესაძლებელია შემცირდეს შესაბამისი გამოვლინების/საბადოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული რესურსებით სარგებლობის სხვა ლიცენზიის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ფართობის ოდენობის ფარგლებში;

კ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავების/დამტკიცების დროს გაითვალისწინოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებისა და საბადოების ადგილმდებარეობა და არ მოაწყოს შესაბამის X და Y კოორდინატებზე სამონადირეო მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;

ლ) ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვაში/განხორციელებაში;

მ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიის არსებულ ფართობზე დაცული ტერიტორიების შექმნას;

ნ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ენერგეტიკული პროექტების (მათ შორის, ელგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, ელექტროსადგურები და ა.შ.) განხორციელებას;

ო) სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე განათავსოს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა;

პ) სალიცენზიო ფართობის გარე პერიმეტრზე განათავსოს სასაზღვრო ფირნიშები და სამონადირეო მეურნეობის სქემატური რუკა, ხოლო შიდა სამეურნეო ტერიტორიული ერთეულის ფირნიშებზე დატანილი იქნეს შესაბამისი ერთეულის კონტურები;

ჟ) სამონადირეო მეურნეობაში შექმნას ვეტერინარული სამსახური, რომლის საშუალებითაც განხორციელდება სამონადირეო მეურნეობის სავარგულებში მოპოვებული სანადირო რესურსის ვეტერინარული შემოწმება;

რ) განახორციელოს სამონადირეო მეურნეობაში მოპოვებული რესურსის მკაცრი აღრიცხვა - ცხოველების სახეობის, სქესის, ასაკის და წონის მიხედვით, ასევე, მოპოვების თარიღის, ადგილისა და დღის მონაკვეთის მითითებით;

ს) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80% წარმოადგენდეს იმ მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც მოიცავს ლიცენზია;

ტ) საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროში შეთანხმებისთვის წარმოადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე (რომელთაც ემთხვევა სამონადირეო მეურნეობისათვის მოთხოვნილი ფართობი) ზემოქმედების ანგარიში;

უ) სანადირო რესურსით მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, ლიცენზიით სარგებლობის მთელ პერიოდში განახორციელოს სანადირო სახეობების ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების (ცხოველთა საბინადრო გარემოს, მათი ქცევის, მიგრაციის, გამრავლების, კვების და ა.შ.) შესწავლა-შეფასება სამონადირეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე, ზურმუხტის ქსელის ჩათვლით.

ფ) უზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობის კუთვნილ ტერიტორიაზე, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, დადგენილი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ კანონით დაშვებულ გადამფრენ სახეობებზე ნადირობაში და ამ მიზნით, გამოყოს საზოგადოებრივი სავარგულები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გადამფრენ ფრინველებზე ამ პუნქტით განსაზღვრულ სეზონურ ნადირობას;

ქ) ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში სამინისტროში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი მის მიერ სალიცენზიო ფართობზე არსებული ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შესახებ, წლის სხვადასხვა სეზონისთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებული სქემისა და მოთხოვნების შესაბამისად;

ღ) ზემოაღნიშნული დოკუმენტების სამინისტროს მიერ შეთანხმებამდე არ განახორციელოს საქმიანობა, გარდა ტერიტორიის ფიზიკური დაცვისა, ზემოაღნიშნული კვლევების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობისა, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ქმედებებისა (ფორს-მაჟორი), სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, შეზღუდული ინტენსივობით, შეთანხმებულ ფართობსა და სახეობებზე ნადირობისა, დამტკიცებული კვოტების ფარგლებში;

ყ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისას გაითვალისწინოს შესაბამისი სივრცითი მოწყობის გეგმებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების განვითარების პერსპექტივები; სისტემატურად განახორციელოს გაცნობითი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ითანამშრომლოს შესაბამის მუნიციპალიტეტთან, რათა თავისი საქმიანობის პროცესში გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესები;

შ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, განახორციელოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიცია. ინვესტიციის განხორციელება და ამ განკარგულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 66 (სამოცდაექვსი) თვისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინვესტიცია სრულად განხორციელდება 5 (ხუთი) წლის გასვლამდე, აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს ინვესტიციის სრულად განხორციელებიდან მე-6 თვეს.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.