1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაქვისთავში (ს/კ: 20.50.03.022; 20.50.03.415) და სოფელ ხალაში (ს/კ:20.50.03.233) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) არსებული კოტეჯებით, საპიკნიკეებით, ფანჩატურებით და კვების ობიექტით (კაფეტერია) ვიზიტორების მომსახურება და სხვა ტურისტული სერვისების შეთავაზება; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; გ) ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას; 2. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ტურისტული მომსახურების მიმღების ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში; 3. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ რეგისტრირებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად. 4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით, ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობისთვის დამატებით, გადაიხადოს 12 000 (თორმეტი ათი) ლარი (დღგ-ს გარეშე). 5. ტურისტული მომსახურების სარგებლობაში გადაცემის ვადად განისაზღვრა 10 (ათი) წელი. 6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%). (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ქონების სარგებლობაში აღება. 7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1 %-ის ოდენობით. |